ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი | რეალი-ატალანტა 3:1 (1:0) 2:0 (2:0) - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი | რეალი-ატალანტა 3:1 (1:0) 2:0 (2:0) - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ქარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგაზე 70-ე გოლი გაიტანა. რაულამდე მას ერთი გოლი აკლია.

* ბენზემა ზედიზედ 17 კალენდარული წელია ახერხებს ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანას. მან გაიმეორა ლიონელ მესისა და რაულის რეკორდი.

* ტონი კროოსმა მე-100 მატჩი ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე სასტარტო შემადგენლობაში. გერმანელებს შორის ასეთი შედეგი ჰქონიათ – ოლივერ კანს (103), ფილიპ ლამსა (110) და მანუელ ნოიერს (117).

* სერხიო რამოსი მეორე მცველია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვისაც ტურნირზე 15 გოლი დაუგროვდა, პირველი იყო ასევე „რეალის“ ფეხბურთელი რობერტო კარლოსი (16).

* „რეალი“ ბოლო სამ წელიწადში პირველად გავიდა მეოთხედფინალში.

 

რეალი-ატალანტა           3:1 (1:0)

გოლები: 1:0 ბენზემა (34), 2:0 სერხიო რამოსი (59-პენ). 2:1 მურიელი (83), 3:1 მარკო ასენსიო (85)

რეალი (4-3-3): კურტუა – ნაჩო, სერხიო რამოსი (64. ედერ მილიტაო), ვარანი, მენდი – ვალვერდე (82. მარკოს ასენსიო). კროოსი, მოდრიჩი – ლუკას ვასკესი, ბენზემა, ვინისიუსი (69. როდრიგო).

ატალანტა (4-3-1-2): სპორტიელო – ტოლოი (61. პალომინო), რომერო, ჯიმსიტი – მაელი, დე როონი, პესინა (84. კალდარა), გოსენსი (57. ილიჩიჩი) – მალინოვსკი, პაშალიჩი (46. საპატა) – მურიელი (84. ალ. მირანჩუკი).