ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი | მანჩესტერ სიტი-გლადბახი 2:0 (2:0) - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* დე ბრუინის გოლი მე-100 იყო „სიტისთვის“ მიმდინარე სეზონში. პეპ გვარდიოლას გუნდები ზედიზედ 11 სეზონია მინიმუმ 100 გოლს იტანენ. 686 მატჩში ესპანელი სპეციალისტის გუნდებმა 1718 გოლი გაიტანეს.
* 15 გოლით ილქაი გიუნდოგანი ამ სეზონში „სიტის“ საუკეთესო ბომბარდირია. ის ყველაზე შედეგიანი გერმანელია TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში.
* გიუნდოგანს ჩემპიონთა ლიგაზე ცხრა გოლი აქვს. ის ტურნირზე საუკეთესო გერმანელი ბომბარდირია უცხოურ კლებებში. მანამდე რეკორდსმენი იყო ლუკას პოდოლსკი (8 გოლი, „არსენალი“).
* „მანჩესტერ სიტის“ ბოლო 25 ოფიციალური მატჩიდან 24 აქვს მოგებული.
* „მანჩესტერ სიტი“ მესამე გუნდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ შვიდ მატჩში „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი. იგივე სერია ჰქონდა „მილანს“ 2005 წელს, ხოლო „არსენალმა“ 2006 წელს ზედიზედ 10 მატჩში არ გაუშვა გოლი>
მანჩესტერ სიტი-გლადბახი 2:0 (2:0)
გოლები: 1:0 დე ბრუინი (12), 2:0 დე ბრუინი (18)
მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი – უოკერი, სტოუნზი, რუბენ დიასი (70. ლაპორტი), ჟოაო კანსელო (63. ზინჩენკო) – ბერნარდო სილვა (75. აგუერო), როდრი (63. ფერნანდინიო), გიუნდოგანი (70. სტერლინგი) – მაჰრეზი, დე ბრუინი, ფოდენი.
გლადბახი (4-3-1-2): სომერი – ლენერი, გინტერი, ელვედი (88. იანტჩკე), ბენსებაინი (88. ვენდტი) – ჰოფმანი, ნოიჰაუსი, ზაკარია – შტინდლი (80. შტინდლი) – ემბოლო (65. ვოლფი), ტურამი (65. პლეა).