ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი - ლაიპციგი-ლივერპული 0:2, ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო]
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი - ლაიპციგი-ლივერპული 0:2, ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო]

ფაქტები

* ოზან ქაბაქი პირველი თურქი ფეხბურთელია, ვინც ინგლისური კლუბის რიგებში თამაშობს ჩემპიონთა ლიგაზე. მანამდე 76 ქვეყანა წარმოადგენდა ლიგაში ინგლისურ გუნდებს.

* „ლივერპულს“ მეორედ ჰყავს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩის სასტარტო შემადგენლობაში 21 წლამდე ორი ფეხბურთელი – ქაბაქი და კერტის ჯონსი. პირველად ასეთი რამ 2005 წელს მოხდა, როცა ძირითად შემადგენლობაში მოხვდნენ ანტონი ლე ტალეკი და სკოტ კარსონი.

* სადიო მანემ მე-20 გოლი გაიტანა ევროთასებზე „ლივერპულის“ მაისურით. ის შეუერთდა იან რაშს (20), მაიკლ ოუენს (22), მოჰამედ სალაჰსა (24) და სტივენ ჯერარდს (41).

* TOP5 ქვეყნების ჩემპიონატებში მოჰამედ სალაჰი ამ სეზონში მეორე ბომბარდირია – 24 გოლი. ეგვიპტელი მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის (30 გოლი) ჩამორჩება.

 

ლაიპციგი-ლივერპული                                                0:2

გოლები: 0:1 სალაჰი (53), 0:2 მანე (58)

ლაიპციგი (4-3-3): გულაში – მუკიელი (64. ორბანი), კლოსტერმანი, უპამეკანო, ანხელინო – ზაბიტცერი, ჰაიდარა (64. პოულსენი), კამპლი (73. ჰი-ჩან ჰვანგი) – ნკუნკუ, ოლმო, ადამსი.

ლივერპული (4-3-3): ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, ქაბაქი, ჰენდერსონი, რობერტსონი – ტიაგო ალკანტარა (72. ოქსლეიდ-ჩემბერლენი), ვეინალდუმი, ჯონსი – სალაჰი (90. ნ. უილიამსი), რობერტო ფირმინო (72. შაქირი), მანე.