ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, II მატჩი - იუვენტუსი-პორტუ 3:2, ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „იუვენტუსი” ზედიზედ მეორე სეზონში გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალური ეტაპიდან.
* კრიშტიანო რონალდომ პირველად ვერ გაიტანა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 2005 წლიდან.
* თარემიმ ორ წუთში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო.
* ფედერიკო კიეზა 1999 წლის შემდეგ პირველი იტალიელია „იუვენტუსიდან”, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩში მინიმუმ ორი გოლი გაიტანა – 22 წლის წლის წინ, „მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ ეს გააკეთა ფილიპო ინძაგიმ.
* კრიშტიანო რონალდომ 176-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე და ახლა, ერთით ჩამორჩება აბსოლუტურ რეკორდსმენს იკერ კასილიასს.
იუვენტუსი-პორტუ 3:2 დ.დ. (1:2)
გოლები: 0:1 სერჟიო ოლივეირა (19-პენ), 1:1 კიეზა (49), 2:1 კიეზა (63), 2:2 სერჟიო ოლივეირა (115), 3:2 რაბიო (117)
იუვენტუსი (4-4-2): შჩესნი – კუადრადო, ბონუჩი (75. დე ლიგტი), დემირალი, ალექს სანდრო – კიეზა (102. ბერნარდესკი), არტური (102. კულუსევსკი), რაბიო, რემზი (75. მაკენი) – ალვარო მორატა, კრიშტიანო რონალდო.
პორტუ (4-4-2): მარკეზინი – მანაფა, მბემბა, პეპე, სანუსი (71. ლუიშ დიასი) – კორონა (118. ლეიტე), სერჟიო ოლივეირა (118. ნ’დიაიე), ურიბე (90. გრუიჩი), ოტავიო (62. სარი) – მარეგა (106. მარტინეს ტონი), თარემი.
გაძევება: თარემი (54. პორტუ)