ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, II მატჩი - დორტმუნდი-სევილია 2:2, ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, II მატჩი - დორტმუნდი-სევილია 2:2, ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

  •  „დორტმუნდი“ ბოლო ოთხ წელიწადში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, სულ კი რვაჯერ უთამაშია ამ ეტაპზე.
  •  „დორტმუნდი“ ჩემპიონთა ლიგაზე რვა მატჩია შინ არ მარცხდება.
  •  ერლინგ ჰალანდმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველ 14 მატჩში 20 გოლი გაიტანა. ეს ახალი რეკორდია. წინა რეკორდი ეკუთვნოდა „ტოტენჰემის“ ფორვარდ ჰარი კეინს, რომელსაც 20 გოლისთვის 24 მატჩი დასჭირდა. 26 მატჩში გაიტანა პირველი 20 გოლი ალესანდრო დელ პიერომ, 27-ში – რუუდ ვან ნისტელროიმ, 28-ში – ფილიპო ინძაგიმ.
  •  ჰალანდმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა. 20 წლის ნორვეგიელი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვინც ამ შედეგს მიაღწია.
  • ჰალანდი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ნორვეგიელი გახდა. მან გაუსწრო ოლე-გუნარ სოლსკიაერს (19) და ჯონ კარიუს (18).
  • „დორტმუნდმა“ საკლუბო რეკორდი დაამყარა – ზედიზედ 34-ე მატჩში გაიტანა. ბოლო უგოლო მატჩი ამ გუნდს შარშან, 26 სექტემბერს „აუგსბურგის“ წინააღმდეგ (0:2) ჰქონდა.
  •  „სევილიას“ მატჩში 47 ჩაწოდება ჰქონდა, აქედან 12 ზუსტი.
  •  ენ ნესირი პირველი მაროკოელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში დუბლი შეასრულა.

დორტმუნდი-სევილია 2:2 (3:2)

გოლები: 1:0 ჰალანდი (35), 2:0 ჰალანდი (54-პენ), 2:1 ენ ნესირი (69-პენ), 2:2 ენ ნესირი (90+6)

დორტმუნდი (4-3-3): ჰიტცი – მორეი (90+5. მონიე), ემრე ჯანი, ჰუმელსი, შულცი (89. ზაგადუ) – დაუდი, დილეინი, ბელინგემი – ტ. აზარი (), ჰალანდი, როისი.

სევილია (4-3-3): ბონო – ხესუს ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, აკუნია – ჯორდანი (60. გომესი), ფერნანდო (86. რაკიტიჩი), ოსკარი (79. ო. ტორესი) – ოკამპოსი (60. ლ. დე იონგი), ენ ნესირი, სუსო (86. ელ ჰადადი).