ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი | ჩელსი-ატლეტიკო 2:0 (1:0) - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი | ჩელსი-ატლეტიკო 2:0 (1:0) - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* სტეფან სავიჩმა ჩემპიონთა ლიგაზე მესამე წითელი ბარათი მიიღო. მხოლოდ ზლატან იბრაჰიმოვიჩს, ედგარ დავიდსსა და სერხიო რამოსს აქვთ უფრო მეტი – ოთხ-ოთხი.

* ლუის სუარესს ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 25 გასვლით მატჩში არ გაუტანია. ეს სერია 2015 წლის 16 სექტემბრიდან იღებს სათავეს.

* 36 წლისა და 51 დღის მარკო პაროლო არის მესამე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გოლის გატანა შეძლო.

* მიმდინარე სეზონში „ჩელსის“ ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტ (17) გოლში ტიმო ვერნერი მონაწილეობდა – 10 გოლი და შვიდი საგოლე პასი.

* თომას ტუხელის ხელმძღვანელობით „ჩელსის“ 13 ოფიციალური მატჩიდან არც ერთი არ წაუგია – 11 მოგება და ორი ფრე. ამ კლუბის ისტორიაში ასეთი დებიუტი არც ერთ მწვრთნელს არ ჰქონია.

* „ჩელსი” არასოდეს გავარდნილა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფიდან, როცა პირველი მატჩი მოგებული ჰქონდა.

* “ჩელსი” ბოლო შვიდ წელიწადში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში.

 

ჩელსი-ატლეტიკო 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ზიეჩი (34), 2:0 ემერსონი (90+4)

ჩელსი (3-4-2-1): ე. მენდი – ასპილიკუეტა, ზუმა, რიუდიგერი – ჯეიმსი, კანტე, კოვაჩიჩი, ალონსო (90+3. ჩილუელი) – ზიეჩი (77. პულიშიჩი), ჰავერტცი (90+3. ემერსონი) – ვერნერი (83. ჰადსონ-ოდოი).

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი – ტრიპიერი (69. ლემარი), სავიჩი, ხიმენესი, რენანი (46. ერმოსო) – ლორენტე, კოკე, საული, კარასკო (53. დემბელე) – ჟოაო ფელიქსი, სუარესი (59. ანხელ კორეა).

გაძევება: სავიჩი (82. ატლეტიკო)