ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი - ბარსელონა-პსჟ 1:4, ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო]
ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი - ბარსელონა-პსჟ 1:4, ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო]

ფაქტები

* „პარი სენ-ჟერმენს” ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ერთადერთხელ აქვს მოგებული სტუმრად ესპანეთში – 2013 წელს, „ვალენსიასთან” 2:1.

* ერთადერთი ფრანგული კლუბი, რომელსაც „ბარსელონა” „კამპ ნოუზე” დაუმარცხებია – არის “მეცი”: 1984 წელს, თასების თასზე – 4:1.

* ჟერარ პიკემ 21 ნოემბერის შემდეგ პირველად ითამაშა.

* ლიონელ მესი ზედიზედ 17 წელია (2005-2021) ახერხებს ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანას. მან გაიმეორა „რეალის” ლეგენდის რაულის რეკორდი (1995-2011).

* მესის ამ სეზონში ოფიციალურ მატჩებში 20 გოლი დაუგროვდა. არგენტინელი ამ ნიშნულამდე ზედიზედ 13 სეზონია ადის.

* მესის ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ოთხი გოლი აქვს გატანილი და ოთხივე პენალტით.

* მესის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩებში 28 გოლი (31 მატჩში) აქვს გატანილი. ეს უფრო მეტია, ვიდრე „მანჩესტერ იუნაიტედს” (26), „ლივერპულსა” (26) და კრიშტიანო რონალდოს (25) აქვთ.

* კილიან მბაპეს ჩემპიონთა ლიგაზე თავისი 24 გოლიდან 17 სტუმრად აქვს გატანილი.

* მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე გოლების რაოდენობით სტივენ ჯერარდს გაუსწრო.

* მბაპეს „პარი სენ-ჟერმენში” 111 გოლი დაუგროვდა, გაუსწრო პაულეტას (109) და პარიზული კლუბის მესამე ბომბარდირი გახდა. მასზე წინ არიან ედინსონ კავანი (200) და ზლატან იბრაჰიმოვიჩი (156).

* მბაპე მხოლოდ მეორე ფეხბურთელია ჩემპიონთა თასის/ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც „ბარსელონას” წინააღმდეგ პლეი ოფში სტუმრად დუბლი შეასრულა. პირველად ეს გააკეთა ფრენც პუშკაშმა „რეალიდან” 1959-60 წლების ნახევარფინალში.

* მბაპე მესამე ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვისაც „ბარსელონას” წინააღმდეგ ჰეთ-თრიკი შეუსრულებია. მანამდე ეს შეძლეს ფაუსტინო ასპრილიამ (1997, „ნიუკასლი”) და ანდრეი შევჩენკომ (1997, კიევის „დინამო”).

* „პარი სენ-ჟერმენმა” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-20 გასვლით მატჩში გაიტანა. ტურნირის ისტორიაში უფრო გრძელი სერია „რეალს” ჰქონია – 22 (2010-14).

* მოიზე კინმა ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა.

 

ბარსელონა-პსჟ   –  1:4

გოლები: 1:0 მესი (26-პენ), 1:1 მბაპე (32), 1:2 მბაპე (65), 1:3 კინი (70), 1:4 მბაპე (85)

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი – დესტი (71. მინგესა), პიკე (79. პუიგი), ლანგლე, ჟორდი ალბა – ფ. დე იონგი, ბუსკეტსი (79. პიანიჩი), პედრი (79. ტრინკაო) – გრიზმანი (85. ბრეიტვეიტი), მესი, დემბელე.

პსჟ (4-2-3-1): ნავასი – ფლორენცი (89. კერერი), მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა – პარედესი, გეიე (46. ერერა) – კინი (85. დანილო), ვერატი (73. დრაქსლერი), მბაპე – იკარდი.