ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი | ბაიერნი-ლაციო 2:1 (4:1) - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „ბაიერნი” მეცხრამეტედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში – ყველაზე მეტჯერ ტურნირის ისტორიაში.
* ჩემპიონთა ლიგის წინა სეზონიდან მოყოლებული, ყველაზე მეტ (25) გოლში მიიღო მონაწილეობა რობერტ ლევანდოვსიმ – 20 გოლი და 5 საგოლე პასი.
* „ბაიერნის” სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელებმა „ლაციოს” სასტარტოებზე 156-ით მეტი (161 და 5) გოლი გაიტანეს ჩემპიონთა ლიგაზე.
* პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, მეოთხედფინალში წარმოდგენილი იქნება ოთხი მწვრთნელი (თომას ტუხელი, ედინ ტერზიჩი, იურგენ კლოპი, ჰანს-დიტერ ფლიკი) ერთი ქვეყნიდან (გერმანია).
* ჩუპო-მოტინგი „ბაიერნის“ მე-1000 გოლის ავტორი გახდა ჩემპიონთა ლიგაზე. ტურნირზე უფრო მეტი გოლი გატანილი აქვთ „რეალს“ (1169) და „ბარსელონას“ (1138).
ბაიერნი-ლაციო 2:1 (4:1)
გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (33-პენ), 2:0 ჩუპო-მოტინგი (73), 2:1 პაროლო (82)
ბაიერნი (4-2-3-1): ნიუბელი – პავარი, ბოატენგი (46. ზიულე), ალაბა, ერნანდესი – გორეტცკა (64. დევისი), კიმიხი (77. მარტინესი) – სანე, მიულერი (71. მუსიალა), გნაბრი – ლევანდოვსკი (71. ჩუპო-მოტინგი).
ლაციო (3-5-2): რეინა – მარუშიჩი, აჩერბი, რადუ – ლაძარი (57. პაროლო) , მილინკოვიჩ-სავიჩი, ესკალანტე (84. აკპა აკპრო), ლუის ალბერტო (75. კატალდი), ფარესი (46. ლულიჩი) – მურიქი (55. პერეირა), ხოაკინ კორეა.