ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი - ატლეტიკო-ჩელსი 0:1, ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო]
ფაქტები
* 34 წლისა და 146 დღის ოლივიე ჟირუ ყველაზე ასაკოვანი ფრანგი ფორვარდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.
* ჟირუ „ჩელსიში“ გოლის ყველაზე ასაკოვანი ავტორია ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში.
* ჟირუს ევროთასებზე ბოლო 16 მატჩში 15 გოლი დაუგროვდა.
* ჟირუს ამ სეზონში ყველა ტურნირზე საშუალოდ 0.98 გოლი გააქვს ერთ შეხვედრაში.
* ჟირუს მიმდინარე გათამაშებაში ექვსი გოლი აქვს, რაც მისი პირადი რეკორდია.
* „ატლეტიკოს“ კარში ზუსტად არ დაურტყამს – სამი დარტყმა ააცილა, სამი მცველებმა დაბლოკეს. „ჩელსის“ 11 დარტყმა ჰქონდა, აქედან ხუთი ზუსტი.
* „ჩელსის“ მეკარე ედუარ მენდიმ მეხუთე „მშრალი“ მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში. ეს საუკეთესო შედეგია ტურნირზე.
* თომას ტუხელის ხელმძღვანელობით „ჩელსიმ“ რვა მატჩი ჩაატარა, ექვსი მოიგო, ორი ფრედ დაასრულა, ბურთების საერთო შეფარდებაა – 10:2.
* ტუხელი მეორე მწვრთნელია ისტორიაში, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში ორ გუნდთან უმუშავია – გერმანელმა სეზონი „პარი სენ-ჟერმენში“ დაიწყო. ტუხელმა გაიმეორა რონალდ კუმანის მიღწევა, რომელიც 2007-08 წლების სეზონში ჯერ „ეინდჰოვენში“ მუშაობდა, შემდეგ „ვალენსიაში“.
ატლეტიკო-ჩელსი 0:1
გოლი: 0:1 ჟირუ (68)
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი – ლორენტე, სავიჩი, ფელიპე, ერმოსო (84. ვიტოლო) – კორეა (82. დემბელე), კოკე, საულ ნიგესი (83. ტორეირა), ლემარი – ჟოაო ფელიქსი (82. რენან ლოდი), სუარესი.
ჩელსი (3-4-2-1): მენდი – ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რიუდიგერი – ჰადსონ-ოდოი (80. ჯეიმსი), ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (74. ზიეჩი), ალონო – მაუნტი (74. კანტე), ვერნერი (87. პულიშიჩი) – ჟირუ (87. ჰავერცი).