ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, რეალი-ლივერპული 3:1 - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, რეალი-ლივერპული 3:1 - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

* ზინედინ ზიდანმა 50-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში. ის მეორე ფრანგი მწვრთნელია არსენ ვენგერის (184 მატჩი), ვინც ამ ნიშნულს მიაღწია.

* ქარიმ ბენზემამ „რეალის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე 108-ე მატჩი ჩაატარა და გაუსწრო რობერტო კარლოსს (107). ამ მაჩვენებლით ბენზემას უსწრებენ – სერხიო რამოსი (128), რაული (130) და იკერ კასილიასი (150).

* „რეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე 2018 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად თამაშობს ისეთი სასტარტო შემადგენლობით, რომელშიც არც სერხიო რამოსია და არც რაფაელ ვარანი

* 2014 წლის ნოემბრის შემდეგ, „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში პირველ ტაიმში არც ერთი დარტყმა არ ჰქონია.

* „ლივერპულმა“ 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ პირველად გაუშვა პირველ ტაიმში ორი გოლი პლეი ოფია მატჩში.

* მარკო ასენსიომ ზედიზედ მეოთხე ოფიციალურ მატჩში გაიტანა.

* 20 წლისა და 268 დღის ვინისიუს ჟუნიორი „რეალის“ მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გაიტანა. რეკორდსმენია რაული – 18 წლისა და 253 დღის („რეალი“-„იუვენტუსი“).

* ვინისიუსმა პირველი დუბლი შეასრულა „რეალის“ შემადგენლობაში.

* მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა.


რეალი-ლივერპული 3:1


გოლები: 1:0 ვინისიუსი (27), 2:0 ასენსიო (36), 2:1 სალაჰი (51), 3:1 ვინისიუსი (65)

რეალი (4-3-3): კურტუა – ლუკას ვასკესი, ედერ მილიტაო, ნაჩო, მენდი – კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი – ასენსიო (70. ვალვერდე), ბენზემა, ვინუსიუსი (85. როდრიგო).

ლივერპული (4-3-3): ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, ოზან ქაბაქი (81. რობერტო ფირმინო), ფილიპსი, რობერტსონი – კეიტა (42. ტიაგო ალკანტარა), ფაბინიო, ვეინალდუმი – სალაჰი, დიოგო ჟოტა (81. დიოგო ჟოტა), მანე.