ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, პსჟ-ბაიერნი 0:1  - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, პსჟ-ბაიერნი 0:1  - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* დავიდ ალაბამ 425-ე მატჩი ჩაატარა „ბაიერნის“ შემადგენლობაში. მან გაიმეორა ფრანკ რიბერის რეკორდი, რომელსაც მიუნხენური კლუბის ლეგიონერებს შორის ყველაზე მეტი მატჩი ჰქონდა ჩატარებული გერმანიის ჩემპიონის რიგებში.

* შუპო-მოტინგს ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნის“ შემადგენლობაში ბოლო ხუთ მატჩშ ოთხი გოლი აქვს. ბუნდესლიგაში მას ერთი გოლი აქვს.

* 37-ე და 39-ე წუთებზე ნეიმარმა ორჯერ ძელს გაარტყა ბურთი.

* დარტყმების შეფარდება 15:10 (ზუსტი დარტყმები – 5:3) „ბაიერნის“ სასარგებლოდ.

* „პარი სენ-ჟერმენი“ ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისა“ და „დორტმუნდს“ შორის მოგებულს შეხვდება.

 

პსჟ-ბაიერნი        0:1 (3:2)

გოლი: 0:1 შუპო-მოტინგი (45)

პსჟ (4-2-3-1): ნავასი – დაგბა, დანილო, კიმპემბე, დიალო (59. ბაკერი) – გუეიე, პარედესი – დი მარია (88. ერერა), ნეიმარი, დრაქსლერი (73. კინი) – მბაპე.

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი – პავარი, ბოატენგი, ერნანდესი, დევისი (71. მუსიალა) – კიმიხი, ალაბა – სანე, მიულერი, კომანი – შუპო-მოტინგი (85. ხავი მარტინესი).