ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, პორტუ-ჩელსი 0:2 - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
* 22 წლისა და 87 დღის მეისონ მაუნტი „ჩელსის“ ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გოლი გაუტანია.
* 2012 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ჩელსის“ შემადგენლობაში ორმა ინგლისელმა გაიტანა გოლი.
* „პორტუმ“ ორჯერ მეტი დაარტყა – 12:6 (ზუსტი დარტყმები – 5:3).
პორტუ-ჩელსი 0:2
გოლები: 0:1 მაუნტი (32), 0:2 ჩილველი (85)
პორტუ (4-4-2): მარკეზინი – მანაფა (83. ფრანსისკო კონსეისაო), მბემბა, პეპე, სანუსი – კორონა, გრუიჩი, ურიბე, ოტავიო (83. მარტინეს ტონი) – მარეგა (83. ვიეირა), ლუიშ დიაში.
ჩელსი (3-4-3): მენდი – ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რიუდიგერი – ჯეიმსი (80. ტიაგო სილვა), ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (90+2. ემერსონი), ჩილველი – მაუნტი (80. კანტე), ჰავერტცი (65. ჟირუ), ვერნერი (65. პულიშიჩი).