ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, მანჩესტერ სიტი - დორტმუნდი 2:1 - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
* პეპ გვარდიოლა მე-60 მატჩს ატარებს ჩემპიონთა ლიგაზე მწვრთნელის რანგში. უფრო მეტი მხოლოდ კარლო ანჩელოტის (62) აქვს. ამასთან, გვარდიოლა ლიდერია პლეი ოფში მოგებების (31) რაოდენობით.
* 17 წლისა და 281 დღის ჯუდ ბელინგემი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. რეკორდსმენია ბოიან კრკიჩი – 17 წლისა და 217 დღის („ბარსელონა“-„შალკე“).
* კევინ დე ბრუინმა ბოლო ხუთ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა.
* 778-ე წუთზე შეწყდა „მანჩესტერ სიტის“ „მშრალი“ სერია. ინგლისური კლები ზედიზედ შვიდი მატჩია გოლს არ უშვებდა.
მანჩესტერ სიტი – დორტმუნდი 2:1
გოლები: 1:0 დე ბრუინი (19), 1:1 როისი (84), 2:1 ფოდენი (90)
მანჩესტერ სიტი (4-2-3-1): ედერსონი – უოკერი, სტოუნზი, რუბენ დიაში, ჟოაო კანსელო – როდრი, გიუნდოგანი – მაჰრეზი, დე ბრუინი, ფოდენი – ბერნარდო სილვა (59. გაბრიელ ჟესუსი).
დორტმუნდი (4-3-3): ჰიტცი – მორეი (81. მონიე), აკანჯი, ჰუმელსი, რაფაელ გერეირო – ბელინგემი, ემრე ჯანი, დაუდი (81. დილეინი) – კნაუფი (63. რეინა), ჰალანდი, როისი.