ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, ლივერპული-რეალი 0:0 - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* „ლივერპულისა“ და „რეალის“ განმეორებითი მეოთხედფინალის წინ, ლივერპულში ფანები თავს დაესხნენ „რეალის“ ავტობუსს – მას ქვები და ბოთლები დაუშინეს. beIN Sports-ის ჟურნალისტის მეტ კრიტჩლის ინფორმაციით, ბოთლის სროლის შედეგად ჩაიმტვრა ფანჯარა, რომელთანაც „რეალის“ მწვრთნელი იჯდა.
* ჯეიმს მილნერი (35 წლის, 100 დღის) 1978 წლის შემდეგ „ლივერპულის“ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია ჩემპიონთა თასი/ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში.
* ქარიმ ბენზემამ ამ სეზონში 12-ჯერ გაარტყა ძელს ბურთი. ეს საუკეთესო მაჩვენებელია ლა ლიგას ფეხბურთელებს შორის.
* „ლივერპულს“დარტყმებსა (15:7, ზუსტი დარტყმები – 5:3) და კუთხურებში (11:3) უპირატესობა ჰქონდა.
* „რეალი“ ნახევარფინალში „ჩელსის“ შეხვდება.
ლივერპული-რეალი 0:0 (1:3)
ლივერპული (4-3-3): ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, ფილიპსი, ოზან ქაბაქი (60. დიოგო ჟოტა), რობერტსონი – ვეინალდუმი, ფაბინიო, მილნერი (60. ტიაგო ალკანტარა) – სალაჰი, რობერტო ფირმინო (82. რობერტო ფირმინო), მანე (82. ოქსლეიდ-ჩემბერლენი).
რეალი (4-3-3): კურტუა – ვალვერდე, ედერ მილიტაო, ნაჩო, მენდი – მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი (72. ოდრიოსოლა) – მარკო ასენსიო (82. ისკო), ბენზემა, ვინისიუსი (72. როდრიგო).