ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, დორტმუნდი-მანჩესტერ სიტი 1:2 - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, დორტმუნდი-მანჩესტერ სიტი 1:2 - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* 17 წლისა და 289 დღის ჯუდ ბელინგემი მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ბოიან კრკიჩის (17 წლის, 217 დღის) შემდეგ.

* „დორტმუნდი“ ზედიზედ 40 მატჩია უგოლოდ არ ტოვებს მოედანს – 2020 წლის სექტემბრიდან.

* რიად მაჰრეზმა პირველად გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტის“ მაისურით. ამისთვის მას 14 მატჩი დასჭირდა.

* პეპ გვარდიოლა მერვედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში – ესპანელმა ჟოზე მოურინიოს რეკორდი გაიმეორა

* „სიტის“ ბურთის ფლობაში (58 პროცენტი), დარტყმებსა (15:9, ზუსტი დარტყმები – 5:3) და კუთხურებში (11:2) უპირატესობა ჰქონდა.

* „მანჩესტერ სიტი“ ნახევარფინალში „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდება.

 


დორტმუნდი-მანჩესტერ სიტი          1:2 (1:2)


გოლები: 1:0 ბელინგემი (15), 1:1 მაჰრეზი (55-პენ), ფოდენი (75)

დორტმუნდი (4-3-3): ჰიტცი – მორეი (81. ტიგესი), აკანჯი, ჰუმელსი, რაფაელ გერეირო – ბელინგემი (80. ბრანდტი), ემრე ჯანი, დაუდი (76. ტ. აზარი) – კნაუფი (68. რეინა), ჰალანდი, როისი.

მანჩესტერ სიტი (4-3-3): ედერსონი – უოკერი, სტოუნზი, რუბენ დიაში, ზინჩენკო – დე ბრუინი, როდრი, გიუნდოგანი – მაჰრეზი (88. სტერლინგი), ბერნარდო სილვა, ფოდენი.