ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, ჩელსი-პორტუ 0:1 - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, ჩელსი-პორტუ 0:1 - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* ეს არის მეორე შეხვედრა წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე, რომლის პირველ ტაიმში ზუსტი დარტყმა არ შესრულებულა. პირველი ასეთი თამაში იყო ჯგუფურ ეტაპზე კიევის „დინამოსა“ და „ფერენცვაროშს“ შორის.

* თარემი პირველი ირანელი ფეხბურთელია, ვისაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გოლი გაუტანია.

* „ჩელსიმ“ შეხვედრა ერთი ზუსტი დარტყმით დაასრულა, „პორტუს“ სამი ზუსტი დარტყმა ჰქონდა.

* „ჩელსი“ 2014 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

* „ჩელსი“ ნახევარფინალში „რეალსა“ და „ლივერპულს“ შორის მოგებულს შეხვდება.

 

ჩელსი-პორტუ   0:1 (2:0)

გოლი: 0:1 თარემი (90+4)

ჩელსი (3-4-3): მენდი – ასპილიკუეტა, ტიაგო სილვა, რიუდიგერი – ჯეიმსი, ჟორჟინიო, კანტე, ჩილველი – მაუნტი (86. მაუნტი), ჰავერცი (90+2. ჟირუ), პულიშიჩი.

პორტუ (4-3-3): მარკეზინი – მანაფა (75. ნანუ), მბემბა, პეპე, სანუსი – სერჟიო ოლივეირა (84. ვიეირა), გრუიჩი (63. თარემი), ურიბე – კორონა (75. ლუიშ დიასი), მარეგა (75. ევანილსონი), ოტავიო.