ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, ბაიერნი-პსჟ 2:3 - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგა, 1/4 ფინალი, ბაიერნი-პსჟ 2:3 - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* შეწყდა ლიგაზე „ბაიერნის“ 19-მატჩიანი წაუგებელი სერია.

* ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტის (2013-14) შემდეგ, ნეიმარმა 25 შედეგიანი გადაცემა შეასრულა, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დროის ამ მონაკვეთში.

* კილიან მბაპემ ჩემპიონთა ლიგაზე 27-ე გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით მან გაუსწრო ანტუან გრიზმანს („ბარსელონა“), ლუის სუარესსა („ატლეტიკო“) და მარიო გომესს, აგრეთვე გაუთანაბრდა მოჰამედ სალაჰს, რივალდოსა და რაიან გიგზს..

* მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ბოლო ოთხ მატჩში რვა გოლი გაიტანა.

* მბაპემ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 43 მატჩში 42 გოლში მიიღო მონაწილეობა – 27 გოლი და 15 პასი).

* მბაპეს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში 13 გოლი აქვს – მან გაუსწრო ტიერი ანრის. ფრანგებს შორის ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია „რეალის“ ფორვარდი ქარიმ ბენზემა – 19 გოლი.

* თომას მიულერმა ჩემპიონთა ლიგაზე 48-ე გოლი გაიტანა – ის გაუთანაბრდა ანდრეი შევჩენკოსა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს.

* „ბაიერნს“ ჩემპიონთა ლიგის ბოლო 20 მატჩში 68 გოლი აქვს.

* ჯოშუა კიმიხმა 10 შანსი შექმნა – ეს ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ.

 


ბაიერნი-პსჟ     2:3


გოლები: 0:1 მბაპე (3), 0:2 მარკინიოსი (28), 1:2 შუპო-მოტინგი (37). 2:2 მიულერი (60). 2:3 მბაპე (68)

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი – პავარი, ზიულე (42. ბოატენგი), ალანა, ერნანდესი – გორეტცკა (33. დევისი), კიმიხი – სანე, მიულერი, კომანი – შუპო-მოტინგი.

პსჟ (4-2-3-1): ნავასი – დაგბა, მარკინიოსი (30. ერერა), კიმპემბე, დიალო (46. ბაკერი) – დანილო, გუეიე – დი მარია (71. კინი), ნეიმარი (90. რაფინია), დრაქსლერი – მბაპე.