ჩემპიონთა ლიგა, 1/2 ფინალი, რეალი-ჩელსი 1:1 - ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
ფაქტები
* კრისტიან პულიშიჩი პირველი ამერიკელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიტანა. ის, აგრეთვე, „ჩელსის“ ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია ნახევარფინალში გატანილი გოლით – 22 წლისა და 21 დღის.
* ქარიმ ბენზემამ 71-ე გოლი გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე და გაუთანაბრდა რაულს. მატძე წუნ არიან მხოლოდ კრიშტიანო რონალდო (134), ლიონელ მესი (120) და რობერტ ლევანდოვსკი (73).
* ტიაგო სილვა 2011 წლის შემდეგ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩის ძირითადში მოხვდა.
* „ჩელსი“ მერვეჯერ თამაშობს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, რაც რეკორდია ინგლისურ კლუბებს შორის. „რეალისთვის“ ეს მე-14 ნახევარფინალია – ტურნირის რეკორდი.
* „რეალს“ არასოდეს მოუგია „ჩელსისთვის“ – +0=2-2.
* მეისონ მაუნტმა მე-100 მატჩი ჩაატარა „ჩელსიში“.
* ზინედინ ზიდანს ხუთ მატჩში არ მოუგია თომას ტუხელისთვის – ოთხი ფრე, ერთი წაგება.
* ედენ აზარმა პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგაზე შარშანდელი ნიემბრის შემდეგ.
რეალი-ჩელსი 1:1
გოლები: 0:1 პულიშიჩი (14), 1:1 ბენზემა (29)
რეალი (3-5-2): კურტუა – მილიტაო, ვარანი, ნაჩო – დანიელ კარვახალი (77. ოდრიოსოლა), მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი, მარსელო (77. მარკო ასენსიო) – ბენზემა (90+2. როდრიგო), ვინისიუსი (66. ე. აზარი).
ჩელსი (3-4-3): მენდი – კრისტენსენი, ტიაგო სილვა, რიუდიგერი – ასპილიკუეტა (66. ჯეიმსი), კანტე, ჟორჟინიო, ჩილველი – პულიშიჩი (66. ზიეში), ვერნერი (66. ჰავერტცი), მაუნტი.