ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში - ბათუმის „დინამომ“ „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT
ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში - ბათუმის „დინამომ“ „გაგრა“ დაამარცხა #1TVSPORT

ბათუმის „დინამომ“ ეროვნულ ლიგაში „გაგრას“ უმასპინძლა, დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა და ჩემპიონობას ძალიან მიუახლოვდა.

32-ე ტურის შეხვედრაში, რომელიც „ბათუმი არენაზე“ გაიმართა, „დინამო“ პირველ ტაიმში ირაკლი ბიძინაშვილის გოლით დაწინაურდა. პაატა ღუდუშაურის გადაცემის შემდეგ ბათუმელთა ნახევარმცველმა ზუსტად დაარტყა.

მეორე ნახევარში მასპინძლებმა უპირატესობა 71-ე წუთზე ცოტნე ფაცაციას გოლით გაზარდეს. 86-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონს გატანის რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა, ბურთი „გაგრის“ მეკარე ოლეკსანდრ ვორობეიმ მოიგერია.

ერთ წუთში ფლამარიონმა მაინც გაიტანა (მინდინარე სეზონში მე-16 გოლი). ამის შემდეგ „გაგრის“ მცველი ანდრო ნემსაძე (90+3-ე წუთზე) გააძევეს, ანგარიში კი აღარ შეცვლილა.

ბათუმის „დინამომ“ 32 ტურის შემდეგ 70 ქულა დააგროვა, კონკურენტ „დინამო თბილისს“ 12 ქულით გადაასწრო და დარჩენილ ოთხ ტურში ჩემპიონობას ერთი მოგებით გაინაღდებს. რაც შეეხება „გაგრას“, 29 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და ლიგაში დასარჩენად იბრძვის.