ჩემპიონმა სეზონი მოგებით დაიწყო - ბათუმში ფეხბურთელებმა და ფანებმა უკრაინის მხარდამჭერი ბანერი გამოფინეს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ახალი სეზონი ბათუმში გაიხსნა – „აჭარაბეთ არენაზე“ მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის „დინამომ“ ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული ბოლნისის „სიონი“ მიიღო და დიდი ანგარიშით დაამარცხა.
შეხვედრა უკრაინის მხარდამჭერი აქციით დაიწყო – ბათუმის „დინამოსა“ და „სიონის“ ფეხბურთელები მატჩის დაწყებამდე მოედანზე გამოვიდნენ ბანერით, სადაც უკრაინაში ომის შეწყვეტას ითხოვდნენ. ბანერები ტრიბუნაზე გულშემატკივრებმაც გამოფინეს. ხოლო ბათუმელთა კაპიტანმა მამუკა კობახიძემ „დინამოს“ კაპიტნის სამკლავური უკრაინელ ცენტრალურ მცველს, ოლეკსანდ აზაცკის გადასცა, რაც ღირსეული ჟესტი იყო.
პირველი წუთებიდან ბოლნისელები თავს იცავდნენ. ბათუმელები კი უტევდნენ და ანგარიშის გახსნის რამდენიმე რეალური შანსი ჰქონდათ, მაგრამ სანდრო ალთუნაშვილმა და გიორგი ფანცულაიამ სტუმართა მეკარეს ვერ აჯობეს. თუმცა ბოლნისელებმა ტაიმის ბოლომდე „დინამოს“ ზეწოლას ვერ გაუძლეს. 36-ე წუთზე „სიონის“ ცენტრალურ მცველს, გიორგი გადრანს ირაკლი ბიძინაშვილმა ბურთი აართვა, მეკარეს თავზე გადაუგდო და ახალ გუნდში სადებიუტო მატჩში პირველი გოლის გარდა, ახალი სეზონის პირველი გოლის ავტორიც გახდა – 1:0.
ბათუმელებს ამის შემდეგაც რამდენიმეჯერ შეეძლოთ გატანა, მაგრამ ეს მხოლოდ 62-ე წუთზე შეძლეს. ჯოვინო ფლამარიონი საკუთარ საჯარიმოში ვარლამ კილასონიამ მოცელა, „სიონის“ კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ლადო მამუჩაშვილმა უნაკლოდ შეასრულა 2:0. მან 77-ე წუთზე დუბლიც შეასრულა, ოთხი წუთი ადღე კი თავი ჯოვინო ფლმარიონმა გამოიჩინა და საბოლოოდ, ბათუმის „დინამომ“ ლიგაში დაბრუნებული „სიონი“ 4:0 დაამარცხა.