ჩემპიონის პირველი გამარჯვება
ჩემპიონის პირველი გამარჯვება

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მეორე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს. დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე „რუსთავმა“ ქვეყნის ჩემპიონი ქუთაისის „ტორპედო“ მიიღო.

ანაგარიში მე-5 წუთზე გიორგი კუხიანიძემ რუსთაველთა მეკარის შეცდომის შემდეგ გახსნა. ამის შემდეგ გატანა ორივე გუნდს შეეძლო, მაგრამ მეტოქეებმა ამ შესაძლებლობებით ვერ ისარგებლეს და ქუთაისელებმა სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმეს – 0:1.

დღეს და ხვალ მეორე ტურის კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება: დღეს „კოლხეთი 1913“ „საბურთალოს“ 18:00 საათზე ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე შეხვდება. 11 მარტს „ლოკომოტივი“ – „დინამო თბილისს“ 14:00 საათზე “მიხეილ მესხი 2”-ზე მიიღებს, ხოლო „სამტრედია“ ბოლნისის „სიონს“ 16:00 საათზე ამავე სტადიონის მთავარ არენაზე დაუპირისპირდება.

ტრადიციულად, პირველი არხი ტურის ერთი მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს გეგმავს. ამჯერად, გულშემატკივარი „სამტრედია“ – „სიონის“ მატჩს იხილავს.