„ჩემპიონატი“ - რუსეთის ლიგის ბომბარდირებში ყველაზე უჩვეულო დემეტრაძის ისტორიაა
„90-იან წლებში რუსეთში მათ მეტოქის საჯარიმო მოედანში ბადალი არ ჰყავდათ. ამ თავდამსხმელებმა ბევრი და ლამაზი გოლები გაიტანეს. ჩვენ მოგითხრობთ, თუ როგორ აეწყო 1992-1999 წლების რუსეთის ჩემპიონატის ბომბარდირების ბედი,“ – ასე იწყება გამოცემა „ჩემპიონატის“ წერილი, სადაც რუსეთის პრემიერლიგის 90-იანი წლების საუკეთესო ბომბარდირები გაიხსენეს.
ამ ისტორიებში გიორგი დემეტრაძის რთული ისტორიაც გამოარჩია.
„ყველამ კარიერის მშვიდად დასრულება ვერ შეეძლო. ერთი მათგანი ციხეში მოხვდა,“ – ვკითხულობთ წერილში, სადაც დემეტრაძის ციხეში მოხვედრის ისტორიას იხსენებს.
„ბომბარდირებში შორის ყველაზე უჩვეულო გიორგი დემეტრაძის ისტორია აღმოჩნდა. „ალანიას“ თავდამსხმელი საუკეთესო ბომბარდირი 1999 წელს, 23 წლის ასაკში გახდა. 2010 წელს ის მოულოდნელად ციხეში აღმოჩნდა. დემეტრაძეს ბრალად ედებოდათ დანაშაულებრივ სამყაროსთან და იატაკქვეშა ტოტალიზატორთან კავშირი. თბილისის საქალაქო სასამართლომ ფეხბურთელს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მაგრამ უკვე 2012 წლის დეკემბერში, დემეტრაძე ამნისტიით გაათავისუფლეს. მას შემდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ პრეზიდენტად და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობდა. ახლა თბილისის კლუბ „მერანის“ აკადემიას ხელმძღვანელობს,“ – წერს გამოცემა.