გიორგი დემეტრაძე „შუქურას“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა #1TVSPORT
გიორგი დემეტრაძე „შუქურას“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურას“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი დემეტრაძე გახდა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„საქართველოს ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონი და სამივე ამ ქვეყნის ბომბარდირი გიორგი დემეტრაძე „შუქურაში“ სპორტული დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს.

დემეტრაძის გამოცდილების მქონე პროფესიონალის მოსვლა ძვირფასი შენაძენია ჩვენი კლუბისთვის. კეთილი იყოს შენი მობრძანება და წარმატებას გისურვებთ, გიორგი“ – წერია ქობულეთის „შუქურას“ მიერ გავრცელებეულ ცნობაში.

შეგახსენებთ, რომ კარიერის დასრულების შემდეგ გიორგი დემეტრაძემ ამავე როლში „ცხინვალში“ საქმიანობდა, ამავე დროს, იყო საფეხბურთო მენეჯერი და ფეხბურთს ფედერაციის აკადემიის თანამშრომელი.