„ჩელსისთან“ შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენს“ ფაბიან რუისი ვერ დაეხმარება #1TVSPORT
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ „ჩელსისთან“ შეხვედრაში ესპანელი ნახევარმცველი ფაბიან რუისი ვერ დაეხმარება.
პარიზელთა ერთ-ერთ ლიდერს, უკვე დიდი ხანია, ტრავმა აწუხებს და 21 იანვრის შემდეგ მოედანზე არ გასულა. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელ ნახევარმცველს რეაბილიტაციისთვის კიდევ ორი კვირა დასჭირდება, რის გამოც „ჩელსისთან“ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
პსჟ-ისა და „ჩელსის“ შეხვედრები 11 და 18 მარტს გაიმართება. პირველი მატჩი პარიზშია დაგეგმილი.