„ჩელსიში“ დარწმუნებული არიან, რომ კოულ პალმერი მათ გუნდში ითამაშებს #1TVSPORT
„მანჩესტერ სიტის“ შემტევი ნახევარმცველი ლონდონის „ჩელსისთვის“ მნიშვნელოვანი სატრანსფერო სამიზნეა, – იუწყება The Athletic-ი. გამოცემის ინფორმაციით, „ჩელსის“ ხელმძღვანელები დარწმუნებულები არიან, რომ კოულ პალმერი მათი გუნდის ღირსებას დაიცავს და ეს სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოხდება.
აღნიშნავენ, რომ „სიტიში“ უარყვეს „ჩელსის“ 40-მილიონიანი შეთავაზება და „ქალაქელები“ პალმერის სანაცვლოდ 58 მილიონ ევროს ითხოვენ. თუმცა „ჩელსი“ კომპრომისებისთვის მზად არის და კლუბები შეთანხმებას მიაღწევენ – საუბარია 52 მილიონ ევროზე, რომლის გადახდაზეც „ჩელსი“ უარს არ იტყვის.
21 წლის პალმერი „მანჩესტერ სიტის“ აკადემიის აღზრდილია და მშობლიურ კლუბთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.