„ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ლუკას ვასკესის შეძენა სურთ #1TVSPORT
„ჩელსისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“ ლუკას ვასკესის შეძენა სურთ #1TVSPORT

ორი ინგლისური გრანდი „მანჩესტერ იუნაიტედი“ და „ჩელსი“ „რეალის“ ფეხბურთელის, ლუკას ვასკესის ტრანსფერით არის დაინტერესებული. 

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელი ფორვარდი „სამეფო კლუბთან“ ხელშეკრულების გახანგრძლივებას ვერ ახერხებს, მისი კონტრაქტი კი წლევანდელ ზაფხულს იწურება. თუმცა, როგორც ჩანს,  ვასკესი უგუნდოდ ნამდვილად არ დარჩება და სხვა გრანდში გადაინაცვლებს. ცნობილია, რომ მისი შეძენა „მიუნხენის“ ბაიერნსაც სურს.

მიმდინარე სეზონში ლუკას ვასკესმა „რეალის“ შემადგენლობაში 22 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი ბურთი და ოთხი საგოლე გადაცემა შეასრულა.