250 მილიონი ევრო ტუხელის განკარგულებაში -  „ჩელსი“ დიდი ტრანსფერებისთვის ემზადება
250 მილიონი ევრო ტუხელის განკარგულებაში - „ჩელსი“ დიდი ტრანსფერებისთვის ემზადება

„ჩელსის“  ხელმძღვანელობა გეგმავს, რომ გუნდის შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააძლიეროს, – იუწყება Sport1.de.

გამოცემის ინფორმაციით, ლონდონური კლუბის მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელის განკარგულებაში 250 მილიონი ევრო იქნება, რომელსაც გერმანელი სპეციალისტი ტრანსფერებისთვის გამოიყენებს.

აღნიშნავენ, რომ „ჩელსის“ მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა ხელი უკვე მოაწერა განკარგულებას, რომ ლონდონურ კლუბს ეს კოლოსალური თანხა გადაეცეს.

წყაროს ცნობით, ტუხელის მთავარი სატრანსფერო სამიზნეები „დორტმუნდის“ ახალგაზრდა ვარსკვლავები, ჯეიდონ სანჩო და ერლინგ ჰაალანდი იქნებიან.

დღეს, 28 თებერვალს, ინგლისის ჩემპიონატის 26-ე ტურში ტუხელის შეგირდები „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებენ.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში „ჩელსი“ მეხუთე ადგილზეა და დღევანდელ მეტოქეს, მეორეადგილოსან „იუნაიტედს“ ექვსი ქულით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ჩელსის“ უკანასკნელი შეხვედრა ფრედ დასრულდა – 0:0.