„ჩელსისა“ და ანტონიო კონტეს შორის დავა სასამართლოში გაგრძელდება
„ჩელსისა“ და ანტონიო კონტეს შორის დავა სასამართლოში გაგრძელდება

ლონდონის „ჩელსისა“ და მის ყოფილ მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს შორის დავა, შესაძლოა, სასამართლოში გაგრძელდეს. გაზეთ „თაიმსის“ (The Times) ინფორმაციით, მხარეებმა ვერ მოილაპარაკეს კომპენსაციის ოდენობაზე, რომელიც იტალიელ სპეციალისტს გათავისულების შემდეგ ეკუთვნის. ის პოსტიდან გასულ წელს დაითხოვეს.

კონტე გაანთავისუფლეს კონტრაქტის ამოწურვიდან ერთი წლით ადრე, ამიტომაც იტალიელის ადვოკატები ითხოვენ, რომ „ჩელსიმ“ მწვრთნელს კონტრაქტის გაწყვეტისთვის 10.5 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ეს იქნება მორალური ზარალის ანაზღაურება.

კლუბი კი ამტკიცებს, რომ მწვრთნელის განთავისუფლება გამოიწვია კონტეს მხრიდან სამუშაოს წესებისა და პირობების დარღვევამ, კერძოდ, მისმა ჩხუბმა დიეგო კოშტასთან.