ლონდონის „ჩელსის“ სტადიონზე „სტემფორდ ბრიჯზე“ თამბაქოს მოსაწევ ოთახს მოაწყობენ. აღნიშნული ოთახი სპეციალურად გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელისთვის მაურიციო სარისთვის გამოიყოფა, – იტყობინება Calciomercato.
როგორც ირკვევა, იტალიელი სპეციალისტი დღეში ოთხ-ხუთ კოლოფ სიგარეტს ეწევა.
მოსაწევი ოთახი სამწვრთნელო სკამის გვერდით განთავსდება, რათა იტალიელმა მოწევა მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე და შესვენებაზე შეძლოს.
სარიმ „ჩელსი“ ანტონიო კონტეს გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა.