„ჩელსის“ სტადიონზე ახალი მწვრთნელისთვის მოსაწევ ოთახს მოაწყობენ

20:32, 25.07.2018

ლონდონის „ჩელსის“ სტადიონზე „სტემფორდ ბრიჯზე“ თამბაქოს მოსაწევ ოთახს მოაწყობენ. აღნიშნული ოთახი სპეციალურად  გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელისთვის მაურიციო სარისთვის გამოიყოფა, – იტყობინება Calciomercato.

როგორც ირკვევა, იტალიელი სპეციალისტი დღეში ოთხ-ხუთ კოლოფ სიგარეტს ეწევა.

მოსაწევი ოთახი სამწვრთნელო სკამის გვერდით განთავსდება, რათა იტალიელმა მოწევა მატჩის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე და შესვენებაზე შეძლოს.

სარიმ „ჩელსი“ ანტონიო კონტეს გათავისუფლების შემდეგ ჩაიბარა.

მსგავსი