ლონდონის „ჩელსი“ სტადიონზე შესვლას აუკრძალავბს ოთხ ადამიანს, რომლებმაც „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ მიმდინარე მატჩის დროს სტუმართა ფორვარდ რაჰიმ სტერლინგს რასისტული ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტი შაბათს, 9 დეკემბერს, ჩელსის საშინაო არენაზე მოხდა.
ლონდონური კლუბის მესვეურები აცხადებენ, რომ სრულად თანამშრომლობენ გამოძიებასთან და რომ ყველა ადამიანი, ვინც დამნაშავე აღმოჩნდება, მკაცრად აგებს პასუხს.
ინფორმაციას „მანჩესტერ სიტიც“ გამოეხმაურა. კლუბის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „ჩელსისთან“ და გამოძიებასთან ინტენსიურად თანამშრომლობენ.
ინგლისურ ფეხბურთში რასიზმის პრობლემა აქტუალური პრემიერლიგის ბოლო ტურის შემდეგ გახდა, როდესაც რაჰიმ სტერლინგმა და რამდენიმე ვეტერანმა ფეხბურთელმა პრესა ფერადკანიანების მიმართ დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს.