ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელებმა – ანტონიო რიუდიგერმა და კეპა არისაბალაგამ კვირას, გუნდის ვარჯიშის დროს იჩხუბეს. ამის შესახებ გაზეთმა „ტელეგრაფმა“ დაწერა.
წყაროს ცნობით, ყველაფერი იქიდან დაიწყო, როცა რიუდიგერმა კეპას წინააღმდეგ სახიფათო ვარდნა შეასრულა. ამის შემდეგ, გერმანელსა და ესპანელს შორის სიტყვიერი კამათი წარმოიშვა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.
კონფლიქტში ჩაერია გუნდის მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი. მან გააშველა ფეხბურთელები და რიუდიგერი ვარჯიშიდან გააგდო. არისაბალაგა მინდორზე დარჩა და ვარჯიში სხვებთან ერთად დაასრულა.
მოგვიანებით, რიუდიგერმა ბოდიში მოუხადა კეპას. ტუხელს მიაჩნია, რომ კონფლიქტი ფეხბურთელებს შორის ამოწურულია.
შეგახსენებთ, შაბათს, „ჩელსიმ“ პირველი მატჩი წააგო გერმანელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით – ლონდონელები შინ 2:5 დამარცხდნენ „ვესტ ბრომვიჩთან“.