„ჩელსიმ“ თავის ფეხბურთელებს სტადიონზე ვარჯიშის ნება დართო
„ჩელსიმ“ თავის ფეხბურთელებს სტადიონზე ვარჯიშის ნება დართო

ლონდონის „ჩელსი“ საშუალებას მისცემს იმ ფეხბურთელებს, რომლებიც კლუბის საშინაო არენასთან ახლოს ცხოვრობენ, „სტემფორდ ბრიჯის“ არენა ინდივიდუალური ვარჯიშებისთვის გამოიყენონ.

ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ ვარიანტით ისარგებლა, ნახევარმცველი მარკ ვან გინკელი გახდა.

„ეს იდეალურია ჩემთვის, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ვარჯიში მხოლოდ ინდივიდუალური უნდა იყოს, ეს კი ცოტათი მოსაწყენია. მე ასევე პარკში ვვარჯიშობდი, მაგრამ იქ მინდვრები გაცილებით პატარაა“, – განუცხადა ვან გინკელმა პსვ-ს ტელეარხს.