„ჩელსიმ“ საფრანგეთშიც მოიგო და ტიტულის დაცვას აგრძელებს - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, განმეორებითი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT
„ჩელსიმ“ საფრანგეთშიც მოიგო და ტიტულის დაცვას აგრძელებს - ჩემპიონთა ლიგა, 1/8 ფინალი, განმეორებითი მატჩის ფაქტები და სტატისტიკა [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* გაირკვა ყველა მეოთხედფინალისტი: „რეალი“, „ლივერპული“, „ბაიერნი“, „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“, „ატლეტიკო“, „ბენფიკა“ და „ვილიარეალი“.

ასე რომ, ბრძოლას ტურნირზე აგრძელებენ სამ-სამი გუნდი ინგლისიდან და ესპანეთიდან, თითო-თითო გერმანიიდან და პორტუგალიიდან.

* 36 წლისა და 244 დღის ბურაქ ილმაზი (ლილი) მესამე ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია რაიან გიგზისა (37 წლის და 148 დღის) და პაოლო მალდინის (36 წლის და 333 დღის) შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გოლი გაიტანა.

* ილმაზი ყველაზე ასაკოვანი თურქი ფეხბურთელი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.

* ასპილიკუეტას (ჩელსი) თავისი წინა გოლი ჩემპიონთა ლიგაზე ასევე „ლილის“ კარში ჰქონდა გატანილი – 2019 წლის დეკემბერში.

 

ლილი-ჩელსი    1:2 (0:2)

გოლები: 1:0 ბურაქ ილმაზი (38), 1:1 პულიშიჩი (45+3), 1:2 ასპილიკუეტა (71)

ლილი (3-5-2): ჟარდიმი – ჟოზე ფონტე, ბოტმანი (58. ა. ონანა), ჯალო – ზექი ჩელიქი (58. ვეა), ბამბა (78. გომესი), ჩეკა, ანდრე, გუდმუნდსონი (78. ბრადარიჩი) – ბურაქ ილმაზი, დავიდი (77. ბენ არფა).

ჩელსი (5-3-2): მენდი – ასპილიკუეტა, კრისტენსენი (33. ჩალობა), ტიაგო სილვა, რიუდიგერი, მარკოს ალონსო – კანტე, ჟორჟინიო (74. ლოფტუს-ჩიკი), კოვაჩიჩი (46. მაუნტი) – ჰავერცი (83. ზიეჩი), პულიშიჩი (74. ლუკაკუ).