„ჩელსიმ“ პულიშიჩი „მილანში“ გაუშვა #1TVSPORT
„ჩელსიმ“ პულიშიჩი „მილანში“ გაუშვა #1TVSPORT

„მილანმა“ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკებები ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველის, კრისტიან პულიშიჩის გაფორმებაზე.

Sky Sports-ის ინფორმაციით, ტრანსფერის თანხა 22 მილიონ ევროს შეადგენს. პულიშიჩმა მიიღო „ჩელსისგან“ უფლება, სამედიცინო შემოწმება გაიაროს და პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმოს „მილანთან“.

2022-23 წლების სეზონში ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 30 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.