„ჩელსიმ“ ოფიციალური წინადადებით მიმართა 16 წლის ბრაზილიელ ვუნდერკინდს #1TVSPORT
ლონდონის „ჩელსი“ დაინტერესებულია ბრაზილიური „პალმეირასის“ 16 წლის ფორვარდით ენდრიკ ფელიპეთი.
როგორც გაზეთი AS წერს, ინგლისურმა კლუბმა უკვე მიმართა ოფიციალური წინადადებით ფეხბურთელსა და მის ოჯახს. ასევე ფორვარდის თავის რიგებში ხილვა სურს ორ ესპანურ გრანდს – მადრიდის „რეალსა“ და „ბარსელონას“.
თუ „ჩელსი“ შეძლებს „პალმეირასთან“ კომპენსაციის თანხაზე მოლაპარაკებას, ენდრიკს თავიდან იჯარით სხვა ევროპულ გუნდში გაუშვებენ. ბრექსიტის შემდეგ შემოღებული წესების თანახმად, ბრიტანულ კლუბებს ეკრძალებათ 18 წლამდე ფეხბურთელების გაფორმება.
ენდრიკის კონტრაქტი „პალმეირასთან“ 2025 წლის ზაფხულამდეა ძალაში. მას ჯერ არ ჩაუტარებია არც ერთი მატჩი ბრაზილიური კლუბის პირველ გუნდში, თუმცა, საერთო შეფასებით, მისი დებიუტი უახლოეს სეზონში შედგება.