ლონდონის „ჩელსიმ“ სრულ შეთანხმებას მიაღწია „ლიდსთან“ ნახევარმცველ რაფინიას შეძენაზე, – იტყობინება იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
ტრანსფერის თანხა 60-65 მილიონ ფუნტს უტოლდება. ამ თანხის დიდ ნაწილს „ლიდსს“ დაუყოვნებლივ გადაუხდიან.
დღეისთვის „ჩელსი“ კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს 25 წლის ბრაზილიელთან.
2021-22 წლების სეზონში რაფინიამ პრემიერლიგაში 35 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.