„ჩელსიმ“ „ბენფიკა“ დაამარცხა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT
„ჩელსიმ“ „ბენფიკა“ დაამარცხა და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალშია #1TVSPORT

2025 წლის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში ლონდონის „ჩელსიმ“ ლისაბონის „ბენფიკა“ დამატებით დროში 4:1 დაამარცხა და მეოთხედფინალშია.

შეხვედრაში ანგარიში „ჩელსიმ“ 64-ე წუთზე გახსნა, გოლი რის ჯეიმსის ანგარიშზეა. მატჩი 86-ე წუთზე გაუარესებული ამინდის გამო შეწყდა. განახლების შემდეგ „ბენფიკამ“ აქტიურად შეუტია და შეხვედრის მიწურულს პენალტი მოიპოვა, რომელიც ზუსტად ანხელ დი მარიამ შეასრულა და თამაში დამატებით დროში გადავიდა.

92-ე წუთზე მსაჯმა „ბენფიკას“ ფეხბურთელი ჯანლუკა პრესტიანი მოედნიდან გააძევა, რამაც ლისაბონელთა თამაშზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, ხოლო „ჩელსიმ“ მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. თავის გამოჩენა ნკუნკუმ, ნეტუმ და დრიუსბერი-ჰოლმა მოახერხეს.

შედეგად, „ჩელსი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეორე მეოთხედფინალისტი გახდა და ნახევარფინალში გასასვლელად 5 ივლისს ფილადელფიაში „პალმეირასს“ შეხვდება.