„ჩელსიმ“ 16 წლის ფინელი ფეხბურთელი გადაიბირა
„ჩელსიმ“ 16 წლის ფინელი ფეხბურთელი გადაიბირა

„ჩელსიმ“ ფინური „ჰიკის“ 16 წლის ნახევარმცველ ჯიმი ტაურიაინენთან კონტრაქტი გააფორმა. ახალგაზრდა ფეხბურთელი ლონდონური გუნდის აკადემიას მიმდინარე წლის 1 ივლისს შეუერთდება.

„მიხარია ამ დიდ გუნდთან კონტრაქტის გაფორმება. ჩემთვის დიდი პატივი იქნება „ჩელსის“ მაისურის ტარება. დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარს მიჭერდა“, – დაწერა ტაურიაინენმა სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ ლონდონურ გუნდთან შეთანხმების მიღწევამდე, ფინელმა თინეიჯერმა შემოწმება იტალიურ „ინტერსა“ და „იუვენტუსშიც“ გაიარა.

შეგახსენებთ, რომ 29 ტურის შემდეგ „ჩელსის“ 48 ქულა აქვს და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა.