„ჩელსის“ ფორვარდმა ტიმო ვერნერმა, შესაძლოა, ამ ზაფხულს დატოვოს ლონდონური კლუბი.
Sky Germany-ის ინფორმაციით, „ლურჯები“ მზად არიან ვერნერის გასაშვებად, რათა თანხა იშოვნონ „დორტმუნდიდან“ ფორვარდ ერლინგ ჰალანდის შესაძენად.
„ჩელსის“ წარმომადგენლებს უკვე ჰქონდათ კონტაქტი რამდენიმე კლუბთან გერმანელი ფორვარდის ტრანსფერზე.
გასულ სეზონში ვერნერმა ყველა ტურნირზე 52 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი დაიტანა და 15 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.