ჩელსი შინ წაგებას 96-ე წუთზე გადაურჩა
ჩელსი შინ წაგებას 96-ე წუთზე გადაურჩა

ინგლისის პრემიერლიგის მეცხრე ტურის მთავარი მატჩი უხვგოლიანი აღმოჩნდა. ჩემპიონატის ერთ-ერთმა ლიდერმა „ჩელსიმ“ საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ იუნაიტედს“ ვერ მოუგო – 2:2.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს – 21-ე წუთზე ვილიანის პასით გერმანელმა ანტონიო რიუდიგერმა გაიტანა. „იუნაიტედმა“ ანტონი მარსიალის დუბლით წინ გასვლა მოახერხა და სამ ქულასთან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეექვსე წუთზე „ჩელსი“ წაგებას როს ბარკლიმ გადაარჩინა.

ლონდონელებს 21 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილს ლიდერობენ, მაგრამ მისი გასწრება შეუძლია „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეუძლიათ, რომლებსაც რვა მატჩის შემდეგ, 20-20 ქულა აქვთ.