„იუვენტუსის“ მცველმა მატეის დე ლიგტმა, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის დროს, – ამის შესახებ წერს ესპანური გაზეთი AS.
წყაროს ცნობით, ნიდერლანდების ნაკრების 22 წლის ფეხბურთელით აქტიურად ინტერესდება „ჩელსი“. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობას დე ლიგტი პოტენციურად მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მცველად მიაჩნია.
„ჩელსის“ მფლობელები მზად არიან მცველის შესაძენად 120 მილიონი ევრო დახარჯონ.
დე ლიგტი „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან ექვს მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.