ფაქტები
* ედუარ მენდი პირველი აფრიკელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. ის სენეგალს წარმოადგენს.
* ტიაგო სილვა მეოთხე ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ორ ფინალში ითამაშა სხვადასხა გუნდთან. მანამდე ეს გააკეთეს: მარსელ დესაი („მარსელი“, „მილანი“), პაულო სოუზა („იუვენტუსი“, „დორტმუნდი“), სამუელ ეტო’ო („ბარსელონა“, „ინტერი“) და ალვარო მორატა („“რეალი“, „იუვენტუსი“).
* 36 წლისა და 249 დღის ტიაგო სილვა „ჩელსის“ ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი გახდა, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა. მანამდე რეკორდი კლოდ მაკელელეს (35 წლის, 93 დღის) ეკუთვნოდა.
* კაი ჰავერტცი ყველაზე ახალგაზრდა გერმანელია დორტმუნდელია ლარს რიკენის (1997 წელი, 20 წლისა და 322 დღის) შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა.
* ჰავერტცმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გაიტანა – ამისთვის მას 20 მატჩი დასჭირდა (12 – „ჩელსიში“ და 8 – „ლევერკუზენში“).
* ჰავერტცი პირველი გერმანელია ილქაი გიუნდოგანის (2013) შემდეგ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამოიჩინა თავი.
* კრისტიან პულიშიჩი პირველი ფეხბურთელია ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
* „მანჩესტერ სიტიმ“ ერთი ზუსტი დარტყმა შეასრულა, „ჩელსიმ“ – ორი.
* „ჩელსი“ მეორედ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. პირველად ეს მოხდა 2012 წელს, როცა ლონდონელებმა ფინალში „ბაიერნს“ პენალტების სერიით მოუგეს (1:1, 4:3).
მანჩესტერ სიტი-ჩელსი 0:1
გოლი: 0:1 ჰავერტცი (42)
მანჩესტერ სიტი: ედერსონი – უოკერი, სტოუნზი, რუბენ დიაში, ზინჩენკო – ბერნარდო სილვა (64. ფერნანდინიო), გიუნდოგანი, ფოდენი – დე ბრუინი (60. დე ბრუინი) – მაჰრეზი, სტერლინგი (77. აგუერო).
ჩელსი: მენდი – ასპილიკუეტა, ტიაგო სილვა (39. კრისტენსენი), რიუდიგერი – ჯეიმსი, ჟორჟინიო, კანტე, ჩილველი – ჰავერტცი, მაუნტი (80. კოვაჩიჩი) – ვერნერი (66. პულიშიჩი).