„ჩელსი“ და „ბარსელონა“ ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ
„ჩელსი“ და „ბარსელონა“ ფეხბურთელების გაცვლას გეგმავენ

კორონავირუსის პირობებში შექმნილი ფინანსური სირთულეების ფონზე „ბარსელონამ“ და „ჩელსიმ“, უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ. როგორც ესპანური გამოცემა „მუნდო დეპორტივო“ იტყობინება, საუბარია ფილიპე კოუტინიოსა და ნგოლო კანტეს შესახებ. ორივე ამ ფეხბურთელის ფასი 70 მილიონი ევროა.

ირკვევა, რომ ლონდონურ კლუბში უკმაყოფილონი არიან 29 წლის ფრანგის სათამაშო ფორმით და მისი გასხვისება ისედსაც გადაწყვეტილი ჰგქონდათ. რაც შეეხება კოუტინიოს, ის იჯარის წესით თამაშობს „ბაიერნში“, მაგრამ გერმანელები მის შეძენას არ გეგმავენ.

ცოტა ხნის წინ ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კანტეთი დაინტერესებულნი არიან „იუვენტუსი“, „პარი სენ-ჟერმენი“ და მადრიდის „რეალი“, კოუტინიოთი კი „ტოტენჰემი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“.