ლონდონის „ჩელსიმ“ „ასტონ ვილასთან“ შეათანხმა თავისი ფორვარდის, რომელუ ლუკაკუს ტრანსფერის პირობები. ეს ინფორმაცია გამოცემა II Matino-მ გაავრცელა.
წყაროს ცნობით, „ჩელსი“ დაჟინებით ითხოვს, რომ ბელგიელმა ფეხბურთელმა დაიწყოს მოლაპარაკებები ბირმინგემულ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე. თავის მხრივ, ლუკაკუ უარს აცხადებს „ასტონ ვილაში“ გადასვლაზე იმ მიზეზით, რომ უკვე მოელაპარაკა „ნაპოლის“ ამ იტალიურ გუნდში გადასვლაზე.
გასულ სეზონში ბელგიის ნაკრების ფორვარდი „რომაში“ იჯარის წესით თამაშობდა და 47 მატჩში 21 გოლითა და ოთხი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.