რუსული კლუბები "ჩელენჯ ქაფის" მე-6 ტურის მატჩებს თბილისში გამართავენ
რუსული კლუბები "ჩელენჯ ქაფის" მე-6 ტურის მატჩებს თბილისში გამართავენ

რუსულ და ინგლისურ კლუბებს შორის “ჩელენჯ ქაფის” 2017/2018 წლის სეზონის მე-6 ტურის შეხვედრა თბილისში გაიმართება.

მატჩს ავჭალის სარაგბო სტადიონი უმასპინძლებს, რომელზეც 3200 მაყურებელი ეტევა. შეგახსენებთ, რომ ამ სტადიონზე გაიმართა 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრები.

“კრასნი იარისა” და ინგლისის პრემიერშიფში მოთამაშე “ლონდონ აირიშის” დაპირისპირება 20 იანვარს, 17:00 საათზე გაიმართება.

ამ შეხვედრამდე, 14:00 საათზე ერთმანეთს “ენისეი” და “ნიუქასლ ფალკონსი” შეხვდებიან. “ენისეის” შემადგენლობაში დავით კაჭარავა და მიხეილ გაჩეჩილაძე ასპარეზობენ.

რუსული კლუბის შემადგენლობაში ორი ქართველი მორაგბე – გიორგი ფრუიძე და ლაშა მარაღურაძე თამაშობენ, ხოლო “ლონდონ აირშში” კი “ბორჯღალოსნების” მესამეხაზელი ლაშა ლომიძე ირიცხება. ლაშამ “ჩელენჯ ქაფის” წინა ტურში “სტად ფრანსეს” წინააღგმდეგ შეხვედრა ძირითად შემადგნელობაში დაიწყო და სრულად ითამაშა.