ჩეხური გამოცემა – „სლოვანმა“ ალეკო ბასილაძის ტრანსფერში „ტორპედოს“ მილიონი ევრო გადაუხადა #1TVSPORT
ლიბერეცის „სლოვანმა“ ალეკო ბასილაძის ტრანსფერი მილიონ ევროდ გამოისყიდა – ინფორმაციას ჩეხური ინტერნეტპორტალი ავრცელებს.
ქუთაისის „ტორპედოს“ და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფლანგის მოთამაშემ ლიბერეცის „სლოვანში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ჩეხურმა ინტერნეტპორტალმა, infotbal-მა ტრანსფერთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. გამოცემის ცნობით, „სლოვანმა“ 20 წლის ქართველი ტალანტის საფასურად მილიონი ევრო გადაიხადა.
დასრულებულ სეზონში ლიბერეცის „სლოვანმა“ ჩეხეთის ჩემპიონატის ფინალურ ექვსეულში მოხვედრა შეძლო, მაგრამ ევროსაგზური ვერ მოიპოვა და მე-6 ადგილი დაიკავა.
ახალ სეზონს გუნდი 25 ივლისს „პლზენთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებს, მანამდე კი გუნდი 6 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.