ჩეხი დეპუტატი - გულწრფელად რომ ვთქვათ, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ძალიან რთულია, მაგრამ იმედია, საქართველო კარგად მომზადებული იქნება წევრობისთვის, თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა
ჩეხი დეპუტატი - გულწრფელად რომ ვთქვათ, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ძალიან რთულია, მაგრამ იმედია, საქართველო კარგად მომზადებული იქნება წევრობისთვის, თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა

ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს, რადგან ეს ქვეყანა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. გულწრფელად რომ ვთქვათ, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა რთულია, იმედია, კარგად მომზადებული იქნება წევრობისთვის, თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა, – ამის შესახებ ჩეხმა დეპუტატმა, ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, იაროსლავ ბჟიოხმა საქართველოს პირველ არხს მადრიდში განუცხადა, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეების ფორმატში სხდომა მიმდინარეობს.

ჩეხი დეპუტატის თქმით, სხდომაზე განიხილავენ ევროკავშირისთვის ყველა მიმდინარე საკითხს, იმსჯელებენ უკრაინის ომზე, რომელიც ბოლოდროინდელი დისკუსიების უცვლელი თემაა და ამასთან, იმსჯელებენ საქართველოზე.

„მე და ჩემი კოლეგები საქართველოში მიმდინარე წლის მარტში ვიმყოფებოდით და გამოვხატეთ მხარდაჭერა. ჩვენ ვაცნობიერებთ ვითარებას, რომელიც საქართველოშია და, განსაკუთრებით, გეოგრაფიული გადმოსახედიდან. ასევე, ჩვენი ისტორიის კონტექსტითაც გვესმის საქართველოსი. ჩვენ ვიმსჯელებთ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის იმაზე, რაც ეხება კანონის უზენაესობას, მაგრამ ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს, რადგან ეს ქვეყანა ჩვენთვის მნიშვნელოვანია. როდესაც პოლიტიკოსებს ხვდები, მიზანი ყველასი ერთია და გაცხადებული, თუმცა, გულწრფელად რომ ვთქვათ, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა ძალიან რთულია, მაგრამ იმედია, უახლოეს წლებში ვნახავთ, როგორ მიდის საქართველო ამ გზაზე და კარგად მომზადებული იქნება წევრობისთვის. თქვენ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერა“, – აღნიშნა იაროსლავ ბჟიოხმა.