ჩეხეთში მომიტინგეებმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მოტივით სპექტაკლი ჩაშალეს
ჩეხეთში მომიტინგეებმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მოტივით სპექტაკლი ჩაშალეს

ჩეხეთის ქალაქ ბრნოში აქციის მონაწილეები თეატრში შეიჭრნენ და სპექტაკლის ჩაშლა სცადეს. მათი გამოყვანა მხოლოდ პოლიციის გამოძახების შემდეგ გახდა შესაძლებელი.

ჩეხური მედიის ცნობით, წარმოდგენა, რომლის წინააღმდეგაც დემონსტრანტები გამოდიან, ბრნოს საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამაშია შეტანილი. სპექტაკლის ხორვატი რეჟისორის თქმით, წარმოდგენა დასავლეთის ქვეყენების ახლო აღმოსავლთისადმი დამოკიდებულების თემას ეძღვნება.

თუმცა, როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ დადგმის ერთ-ერთი სცენა, რომელშიც იესო ქრისტეს პერსონაჟი მუსლიმ ქალს აუპატიურებს, მათი რწმენის შეურაცხყოფაა.

აქტივისტები თავდაპირველად თეატრის წინ ცოცხალ ჯაჭვში ჩადგნენ, შემდეგ კი თეატრის შენობაში შეიჭრნენ. ისინი სასტვენებით ცდილობდნენ სპექტაკლის ჩაშლას, შემდეგ კი სცენაზე ავიდნენ. მათი გაყვნა პოლიციის დახმარებით მოხერხდა.

სამართალდამცველების განცხადებით, აქციის ორგანიზატორები ექსტრემისტული ჯგუფის წევრები იყვნენ.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ხორვატი რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლის წინააღმდეგ გამოვიდა ჩეხეთის კათოლიკური ეკლესია. მათ სპეციალური პეტიცია შეადგინეს, რომლითაც წარმოდგენის აკრძალვას ითხოვდნენ.

პეტიციას ხელი 7000 ადამიანმა მოაწერა.