ჩეხეთში მილოშ ზემანის ახლო გარემოცვის წევრების მიმართ გამოძიება დაიწყო
ჩეხეთის პოლიციამ ქვეყნის პრეზიდენტის, მილოშ ზემანის ახლო გარემოცვის წევრების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მედიის ცნობით, პოლიციამ გამოძიება პარლამენტის ზედა პალატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა პოლიციამ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც საბოტაჟს და საბოტაჟისთვის მზადებას მოიცავს.
ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი ახლა ცენტრალურ სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობს. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ქვეყნის სენატის პრეზიდენტმა, მილოშ ვისტრჩილმა განაცხადა, რომ ზემანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მას არ აძლევს სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების საშუალებას. პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი ვრატისლავ მინარჟი კი აცხადებს, რომ სენატორი პრეზიდენტის ჩამოშორებას ცდილობს.